საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ 9 ივლისს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში აწყობს ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელზეც ჯილდოვდებიან ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის როგორც ღვაწლმოსილი, ასევე ახალგაზრდა შემსრულებლები და კოლექტივები. დღეს ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით ფონდში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა. მათ ანსამბლ „დიდგორთან“ ერთად შეასრულეს „მრავალჟამიერი“.