გალობის უნივერსიტეტში ტრადიციული საშობაო-საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ და დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზურაბ წკრიალაშვილმა გახსნეს. მათ სასწავლებლის მიმდინარე წლის მნიშვნელოვანი აქტივობები შეაჯამეს, უნივერსიტეტის საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და ნაყოფიერი 2026 უსურვეს. შეხვედრაზე მხიარული ატმოსფერო შექმნა სტუდენტებთან კომუნიკაციის სახალისო მომენტების გახსენებამ.
ღონისძიებას რა თქმა უნდა მუსიკალური ნაწილის გარეშე არ ჩაუვლია. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ალილო და საშობაო საგალობლები შეასრულეს, რამაც შეხვედრაზე განსაკუთრებული სადღესასწაულო ხასიათი შექმნა.
საშობაო-საახალწლო ღონისძიება დასრულდა მრავალჟამიერით-მადლიერებით განვლილი წლისთვის და ბედნიერი მომავლისთვის.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!