2025 წლის 9-10 ივნისს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“.
კონფერენცია ეძღვნება ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას.
ინფორმაცია სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის:
• კონფერენციის ჩატარების დრო – 2025 წლის 9-10 ივნისი;
• კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული;
• რეგლამენტი მომხსენებელთათვის – 30 წუთი (20 წუთი პრეზენტაციისთვის; 10 წთ. დისკუსიისთვის).
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს და ახალგაზრდა მკვლევრებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების რეზიუმე ქართულ ენაზე (არაუმეტეს 150 სიტყვა) შემდეგ ელ-მისამართზე: study@galoba.edu.ge.
ასევე, შეავსონ სარეგისტრაციო ანკეტა:
მოთხოვნები მოხსენების რეზიუმესადმი:
- რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
- გამოყენებული შრიფტი: ქართული ტექსტისათვის Sylfaen, ზომა – 12
- სტრიქონთაშორისი ინტერვალი – 1,5;სარეგისტრაციო ანკეტის და რეზიუმეების წარმოდგენის ბოლო ვადაა – 2025 წლის 20 აპრილი.კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურება: 2025 წლის 5 მაისი.საკონტაქტო პირი:
ეკატერინე ყაზარაშვილი, ტელ: +995 598 14 84 31