9-10 ივნისს გალობის უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“. კონფერენცია ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას მიეძღვნა.
კონფერენციის მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების კვლევითი საქმიანობის განვითარებისა და ხელშეწყობა, ასევე მათ მიერ მიღწეული შედეგების პრაქტიკაში რეალიზებისათვის შესაბამისი სამეცნიერო სივრცის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლიდან კონფერენციამ საერთაშორისო სტატუსი შეიძინა, რაც უცხოელ ახალგაზრდა მკვლევრებსაც აძლევს კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს გვანცა მაისურაძემ (გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი. ბაკალავრიატი, I კურსი), მარიამ გრიგალაშვილმა (გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი. მაგისტრატურა, II კურსი), ელენე ბუიშვილმა (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ბაკალავრიატი, II კურსი), ნინო თავაძემ (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ბაკალავრიატი, III კურსი), ელენე ელიოზიშვილმა (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. მაგისტრატურა, II კურსი), ტარა საიამ (მუსიკოლოგიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტი, (ირანი/თურქეთი), თევფიკ თუნჯა უნდერიმ (ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამა. დოქტორანტი), ბექირ შაჰინ ბალოლუმ (ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამა. ასისტენტ-პროფესორი), ბაია ჟუჟუნაძემ (თსკ-ს ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი), თამარ წულუკიძემ (გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი. მაგისტრატურა, II კურსი), ზურაბ წკრიალაშვილმა (მკვლევარი, ლოტბარი/რეგენტი), თეონა ბენაშვილმა (გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი. საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი), გიორგი აბრამიშვილმა (გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი. საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი), მონოზონი ნინო სამხარაძემ (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, დოქტორანტი), ეკატერინე ყაზარაშვილმა (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, დოქტორანტი). კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლომი.
პროფესორ მანანა ანდრიაძის სახელობის პრემია გადაეცა ელენე ელიოზიშვილსა და ზურაბ წკრიალაშვილს.
სიგელით “საუკეთესო დებიუტისთვის” დაჯილდოვდა გვანცა მაისურაძე.
გულითადად ვულოცავთ პროფესორ მანანა ანდრიაძის სახელობის პრემიითა და სიგელით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს! ასევე, კონფერენციის ყველა მონაწილეს ვულოცავთ წარმატებულ მონაწილეობას. ვუსურვებთ მათ შემდგომ პროფესიულ წინსვლას სამეცნიერო საქმიანობაში!