2026 წლის 14-15 მაისს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“.
კონფერენცია ეძღვნება ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას.ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის:
• კონფერენციის ჩატარების დრო – 2026 წლის 14-15 მაისი;
• კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული და ინგლისური;
• რეგლამენტი მომხსენებელთათვის – 30 წუთი (20 წუთი პრეზენტაციისთვის; 10 წთ. დისკუსიისთვის).
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს და ახალგაზრდა მკვლევრებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 150 სიტყვა) შემდეგ ელ-მისამართზე: study@galoba.edu.ge.
ასევე, შეავსონ სარეგისტრაციო ანკეტა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfzCpZCbXRSsHeSOGIs5EJMvefUSrfyWkbjQUgJI6B-blt_yQ/viewform?usp=sharing&ouid=108817648624695055940
მოთხოვნები მოხსენების აბსტრაქტისადმი:
- აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
- გამოყენებული შრიფტი: ქართული ტექსტისათვის Sylfaen,
- ინგლისური ტექსტისთვის Times New Roman,
- შრიფტის ზომა – 12;
- სტრიქონთაშორისი ინტერვალი – 1,5;
სარეგისტრაციო ანკეტის და აბსტრაქტების წარმოდგენის ბოლო ვადაა – 2026 წლის 6 აპრილი.
კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურება: 2026 წლის 15 აპრილი
საკონტაქტო პირი:
ეკატერინე ყაზარაშვილი, ტელ: 598148431