18 მაისს ქალაქ ოზურგეთში გაიმართა ხალხური და თანამედროვე სიმღერების მეორე დასკვნითი ტური.
ჟიურის გადაწყვეტილებით ხალხური სიმღერის ნომინაციაში გაიმარჯვა გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის გუნდმა.
ჩვენი სტუდენტების პირველი ნაბიჯები სტუდენტურ დღეებზე გამარჯვებით დაგვირგვინდა.
ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!