დღეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა ხალხური სიმღერის კონკურსის პირველი ტური „სტუდენტური დღეები-2015“-ის ფარგლებში. გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანებულმა გუნდმა წარმატებით შეასრულა „მეგრული მაყრული“, დარბაზის და ჟიურის მოწომება დაიმსახურა და მეორე ტურში გადავიდა. ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!