გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები მთიან აჭარას ჭვანას ხეობის ფოლკლორული ნიმუშების ჩასაწერად სტუმრობდნენ. საექსპედიციო ჯგუფს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ხმის ჩამწერი სტუდია „ქართული გალობის“ მენეჯერი გიორგი ჯოლბორდი ხელმძღვანელობდა. ჭვანას ხეობაში მოგზაურობისას საექსპედიციო ჯგუფის მიერ ჩაიწერა სხვადასხვა სოფლის ეთნოფორები: ზურაბ ქათამაძე, გივი ბოლქვაძე, დავით ტარიელიძე, გურამ ქათამაძე, მერაბ მჟავანაძე, ბადრი ბოლქვაძე, რეჯებ ტაკიძე. რამდენიმედღიანი შრომის შემდეგ ექსპედიციის წევრებმა ჭვანას ხეობის მდიდარი ფოლკლორული მასალა მოაგროვეს.