გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის  უნივერსიტეტის სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის მიზანია

– თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტთა უფლებები და კანონიერი ინტერესები როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ

– თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყოს სტუდენტებს უფლებების პრაქტიკულ რეალიზაციაში

– დაეხმაროს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში, თვითრეალიზებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში

– დახმარება გაუწიოს სტუდენტებს სწავლის პერიოდში პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კონკურენტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბებაში

– ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და შეძლებისგვარად უზრუნველყოს ამ პროცესში სტუდენტთა მონაწილეობა

– ხელი შეუწყოს სტუდენტებში სამართლებრივი თვითშეგნების დონის და კანონისადმი პატივისცემის ამაღლებას

– შექმნას ოპტიმალური პირობები სტუდენტთა შრომითი მოღვაწეობის, ან სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, გაამრავალფეროვნოს სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტური თვითმმართველობის დებულება 

პრეზიდენტი – 

მერაბ მაისურაძე

·

ვიცე-პრეზიდენტი –

გოჩა იოსავა

·

მდივანი – 

ნინი მახარაძე

წმ. ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღე

02/02/2025|

2 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმ. ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) ხსნების დღეს აღნიშნავს. გალობის უნივერსიტეტისათვის ეს დღე გამორჩეულია და ამ დღისათვის უნივერსიტეტი ყოველ წელს განსაკუთრებულად ემზადება. წმინდანის ხსენების დღეს საზეიმო ლიტურგიაზე გალობის უნივერსიტეტისა და საქველმოქმედო ფონდ

ვოკალის მასტერკლასი

24/12/2024|

სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გალობის უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის  ვოკალის მასტერკლასი გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა ვოკალის პედაგოგი ზაზა წულუკიძე, რომელმაც  მასტერკლასზე ვოკალის თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  

გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები ანდრო სიმაშვილის სახლ-მუზეუმში

09/12/2024|

7 დეკემბერს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სტუდენტები სოფელ ართანაში კახური სიმღერის დიდოსტატის - ანდრო სიმაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. ანდრო სიმაშვილი თვითნასწავლი ლოტბარი, ართანული სიმღერების უბადლო მცოდნე და შემსრულებელი იყო. სახელოვან მომღერალს მიღებული აქვს ღირსების ორდენის

გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი – ქართული ტრადიციული გალობის ერთ-ერთი კერა

11/11/2024|Tags: |

10 ნოემბერს გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ქართული ტრადიციული სამგალობლო სკოლის ერთ-ერთ კერას – გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსს სტუმრობდნენ. XIX საუკუნეში ღვთისმსახურების ქართულ ენაზე აღსრულების აკრძალვამ ქართული სამგალობლო ხელოვნების არსებობა დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა, რის

სტუმრობა ჯვრის მამათა მონასტერში

20/05/2024|Tags: |

გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 19 მაისს წალკის სოფელ სამების ჯვრის მამათა მონასტერს  უნივერსიტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტები პედაგოგ მალხაზ ერქვანიძესთან ერთად  სტუმრობდნენ.  კვირა დღის სადღესასწაულო წირვაზე  სტუდენტების მიერ ანტიფონურად შესრულდა სხვადასხვა სამგალობლო სკოლის საგალობლები. წირვის დასრულების