დღეს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია „საეკლესიო და თეორიული მუსიკოლოგიის აქტუალური პრობლემები“, რომელიც მიეძღვნა მანანა ანდრიაძის ხსოვნას.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრანტებმა: ლელა ხომასურიძემ, მარიამ გელაშვილმა, დავით ცინცაძემ; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიიდან: ნინო სამხარაძემ, თეონა უგულავამ, მარიამ ქამუშაძემ (ბაკალავრიატი), შორენა მეტრეველმა, ეკატერინე ყაზარაშვილმა (მაგისტრატურა), ლევან გომელაურმა, რუსუდან თაბაგარმა, თამარ ფუტკარაძემ (დოქტორანტურა), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა სოფიო მოდებაძემ.
სტუდენტების მრავალფეროვანმა და საინტერესო ნაშრომებმა, რომლებიც ეხებოდა როგორც კლასიკური, ისე საეკლესიო მუსიკოლოგიის პრობლემებს, დამსწრეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია, ამის დასტურია ის მრავალრიცხოვანი შეკითხვები, რომლებზეც მომხსენებლებს მოუწიათ პასუხის გაცემა.
ვულოცავთ სტუდენტებს სამეცნიერო გზის დასაწყისს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.