ხმის ჩამწერი სტუდია „ქართული გალობა“ გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში 2016 წელს ფონდი „ქართული გალობისა“ და მისი გენერალური დირექტორის – ქალბატონი ნანა გოთუას პირადი შემოწირულობით დაფუძნდა.

მუსიკალური ტექნოლოგიების სტუდია აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის გერმანულ–ამერიკული აპარატურით. ინტერფეისი: Presonus studio 192, Digimax DP88; მიკროფონები: 8 Studio project B1, 4 Beyerdynamic TG I53c, 1 Shure SM57, 1 Shure SM58; დინამიკები: Genelic 8030B, CR5 BT; ყურსასმენი: 8 Beyerdynamic DT100, 2 Beyerdynamic DT 990 Pro; პროგრამა: Cubase 13 Pro. სტუდიის ხმის იზოლაცია და აკუსტიკური გამართვა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

სტუდია მოიცავს:
• მუსიკალური ინფორმატიკის კაბინეტს, სადაც სტუდენტები ეუფლებიან თანამედროვე კომპიუტერული ნოტაციის ტექნიკას
• ხმის ჩამწერ სტუდიას – სტუდიური და მობილური ჩაწერებისათვის (Presonus Audio Box 1818 VSL)

არსებული ტექნიკური ბაზა სასწავლებლის სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს განახორციელონ, როგორც სტუდიური ასევე, მობილური ჩაწერა. 

დაარსებიდან სტუდიაში მრავალი პროექტი განხორციელდა. მაგალითად, ჩაიწერა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის გუნდის 2 აუდიო ალბომი,  მოძრავი სტუდიით ჩაიწერა სხვადასხვა რეგიონალური ანსამბლი (რომელთაც გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუდენტური დასაქმების პროექტში შეასწავლეს ახალი სიმღერები), აშშ-ში მოღვაწე წარმატებული პიანისტისა და კომპოზიტორის, Berklee Collage of Music-ის და Manhattan School of Music-ის მაგისტრის გიორგი მიქაძის აუდიო ალბომი, მოძრავი სტუდიით განხორციელდა ექსპედიცია გერმანელ აკადემიკოს ფრენკ შერბაუმთან ერთად მაღალმთიან აჭარაში, სადაც ჩაიწერა 5 ხეობის ფოლკლორული ნიმუშები, სტუდენტური პროექტის ფარგლებში გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოძრავი სტუდიით ჩაიწერეს ტრადიციული მუსიკის ნიმუშები გურიასა და ქვემო სვანეთში.

ხმის ჩამწერი სტუდია „ქართული გალობის“ მენეჯერი: გიორგი ჯოლბორდი                                                                                                         

ელ. ფოსტა: studio@galoba.edu.ge

ტელეფონი: 557 769 942