გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 19 მაისს წალკის სოფელ სამების ჯვრის მამათა მონასტერს უნივერსიტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტები პედაგოგ მალხაზ ერქვანიძესთან ერთად სტუმრობდნენ. კვირა დღის სადღესასწაულო წირვაზე სტუდენტების მიერ ანტიფონურად შესრულდა სხვადასხვა სამგალობლო სკოლის საგალობლები. წირვის დასრულების შემდეგ სტუდენტები გაეცნნენ მონასტრის სამეცნიერო საქმიანობას საეკლესიო გალობის მიმართულებით.