
მრავალხმიანობის ტრადიციული საერთაშორისო სიმპოზიუმი 26 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნება.
სიმპოზიუმში 22 ქვეყნიდან ჩამოსული 49 მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას. სიმპოზიუმის პროგრამის ფარგლებში გამართულ კონცერტებზე გალობის უნივერსიტეტის გუნდიც მიიღებს მონაწილეობას.