2019 წლის 12-13 ოქტომბერს სამთავისის საკათედრო ტაძარში გაიმართა ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი ქართლი, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე ფოლკლორულმა ანსამბლებმა. 

ფესტივალი ტრადიციული ხასიათისაა და წელს მეორედ გაიმართა.

13 ოქტომბერს ფესტივალში მონაწილეობა მიიღო გალობის უნივერსიტეტის გუნდმა.

კონცერტის ორგანიზატორი გახლდათ კასპის მუნიციპალიტეტის მერია, კასპის კულტურის სამსახური.

მხარდამჭერები: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და კასპის სალოტბარო სკოლა.