15 აპრილს გალობის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი “ელექტრონული სამეცნიერო ბაზების გამოყენება სასწავლო და კვლევით საქმიანობაში”. ტრენინგს უძღვებოდა ინოვაციური საგანმანათლებლო კავშირების პროექტების მენეჯერი, გალობის უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი მაია მეტრეველი.
უნივერსიტეტი საშუალებას აძლევს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წვდომა ჰქონდეთ მსოფლიოში საუკეთესო ელექტრონულ სამეცნიერო კოლექციებზე, ელექტრონულ წიგნებსა და ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერებზე. წვდომა შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტის შენობიდან, ასევე სხვა ნებისმიერი ადგილიდან, კორპორატიული ელ. ფოსტის გამოყენებით.
ტრენინგზე სტუდენტებმა შეისწავლეს ელექტრონულ ბაზებში რესურსების ძიების პარამეტრები და მოძიებული წყაროების გამოყენების შესაძლებლობები.