11 მარტს გალობის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე „თანამედროვე ტენდენციები და ინოვაციური პრაქტიკა საბიბლიოთეკო სფეროში“. შეხვედრას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მანანა დეკანოსიძე უძღვებოდა. ტრენინგის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე მოდელებს და მიიღეს ინფორმაცია საბიბლიოთეკო სერვისების განვითარების პროცესში მათი ინტეგრირების შესახებ. ტრენინგზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც თანამედროვე ბიბლიოთეკებს მეტად ეფექტურსა და მკითხველისათვის ხელმისაწვდომს ხდის.




