სტუდენტების ზრდისა და განვითარებისათვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების განხორციელება და მხარდაჭერა გალობის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მიზნით 14 ივნისს გალობის უნივერსიტეტში უნგრული ხალხური სიმღერების მასტერკლასი გაიმართა. მასტერკლასს უძღვებოდა უნგრელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და ფორტეპიანოს მასწავლებელი რობერტ რიკი. შეხვედრაზე ბატონმა რობერტმა მონაწილეებს უნგრული ხალხური მუსიკის თავისებურებები გააცნო და რამდენიმე უნგრული ხალხური სიმღერა შეასწავლა.

რობერტ რიკი დაიბადა 1983 წელს, ცხოვრობს ბუდაპეშტში. დაამთავრა მისკოლცის უნივერსიტეტი, ბელა ბარტოკის მუსიკალური ინსტიტუტი – ბაკალავრიატი (2010) და მაგისტრატურა (2012). არის უნგრეთის სტუდენტური კვლევითი კონფერენციის ფინალისტი 2010 წელს თემაზე „საკონცერტო დარბაზების აკუსტიკა“. 2023-24 სასწავლო წლებში ტმკსც-ის უცხოელი სტუდენტებისათვის განკუთვნილი სასერტიფიკატო სასწავლო პროგრამის სტუდენტია. 2022 წელს უნგრეთში გაიმარჯვა კომპოზიტორთა კონკურსში – „ხმა მდუმარე ფილმისათვის“ ფილმის – „სიკვდილის შემდეგ“ (რეჟ.: ალფრედ დეზი, 1921) მუსიკით. 2023 წელს „HangKeltő Choir Music Competition“ მიიღო მე-3 ადგილი. არის Klezmer band-ის, Klezmer R’s-ის და ქართული ფოლკლორული ანსამბლის – „ვარდის ქუჩის“ დამფუძნებელი უნგრეთში.