28 იანვარს ფოლკლორის ცენტრის დარბაზში უცხო ქვეყნების საშობაო ტრადიციებისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართა.

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ქალთა შემოქმედებითი სახელოსნოს პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა, პედაგოგ ტატიანა მეგრელიძის ხელმძღვანელობით მოამზადეს პრეზენტაცია ევროპის ქვეყნების საშობაო ტრადიციების შესახებ. სტუდენტებმა ბიზანტიური, ბერძნული, სერბული, ბულგარული, ჩეხური და უკრაინული საშობაო სიმღერები შეასრულეს.