ფონდი „ქართული გალობა“ ყოველ წელს გალობის უნივერსიტეტის ერთ კურსდამთავრებულს ასაქმებს. ამ პროექტის ფარგლებში ფონდს უკვე ხუთი წარმომადგენელი ჰყავს.

წლევანდელი რჩეული გიგა დიასამიძეა, რომელიც ფონდის წარმომადგენელი გახდა დასავლეთ ევროპის ეპარქიაში.

ამა წლის ოქტომბერს ის ქალაქ ბარში (იტალია) გაემგზავრა, სადაც სამი თვის განმავლობაში ემიგრანტებს ქართულ სიმღერა-გალობას შეასწავლის.

გიგა დიასამიძეს ვულოცავთ ამ სასიხარულო სიახლეს და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას ვუსურვებთ!