
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, ქართლის ფოლკლორის ფესტივალი მეფეთა ციხე-გალავანში საზეიმო გალობით გაიხსნა. ღონისძიების მიზანი ქართლური სიმღერისა და გალობის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში არსებული ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები.
ღონისძიება გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით გაიმართა, ასევე ფესტივალი კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
ქართლის ფოლკლორის ფესტივალი ტრადიციად იქცა და ყოველ წელს შემოდგომის პერიოდში ჩატარდება.
