29 სექტემბერს გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს ქართლური ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალზე, რომელიც კასპში გაიმართა. ფესტივალი 2018 წელს დაფუძნდა. მისი მიზანი ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების პოპულარიზაციაა. ფესტივალის დაარსებიდან გალობის უნივერსიტეტი მისი ხშირი სტუმარია. გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებთან ერთად ღონისძიებაზე სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
დიდ მადლობას ვუხდით ფესტივალის ორგანიზატორებს მიწვევისთვის და ვულოცავთ ფესტივალის წარმატებით დასრულებას!