„ქართული ტრადიციული მუსიკა – ლოტბარი/რეგენტი“ მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამის მიზანია, გააფართოვოს მსმენელთა ზოგადი ცოდნა ქართული ტრადიციული მუსიკის შესახებ; შეასწავლოს სიმღერა-გალობის პროგრამით განსაზღვრული ახალი რეპერტუარი; მისცეს/გაუღრმაოს ტრადიციულ მუსიკალურ საკრავებზე შესრულების ცოდნა; გაუღრმაოს საშემსრულებლო და სარეგენტო/სალოტბარო უნარ-ჩვევები; პრაქტიკული და თეორიული სწავლების ფორმებით აუმაღლოს ცოდნა ტრადიციული მუსიკის უმთავრესი ჟანრების, შესრულების ფორმების, მუსიკალური კანონზომიერებების და ისტორიული განვითარების გზების შესახებ.

კურსის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ წვდომა საარქივო და თანამედროვე აუდიო მასალაზე, რითაც შეძლებენ შეიძინონ/გაიუმჯობესონ მათი სწორად მოსმენის,  გამოყენებისა და გაშიფვრის  უნარები. პროგრამაში მონაწილეობა ასევე ითვალისწინებს უნივერსიტეტის შემოქმედებით აქტივობებში, კონცერტებსა და სხვადასხვა პროექტებში ჩართულობას. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ანსამბლებისთვის რეპერტუარის განახლებას და სწორად შერჩევას. სასწავლო პროგრამას მოემსახურებიან გალობის უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგები.

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და დანართი სწავლის შედეგებისა და გავლილი საგნების მოკლე აღწერილობით.

რას შეისწავლი?

  • ქართული ხალხური სიმღერა (პრაქტიკული);
  • ქართული საეკლესიო გალობა (პრაქტიკული);
  • ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება (თეორიული);
  • ქართული საეკლესიო მუსიკის თეორია და ისტორია (თეორიული);
  • ხალხური ინსტრუმენტი (არჩევით), (პრაქტიკული);
  • სალოტბარო ხელოვნება (შემოქმედებითი პროექტის მომზადება გუნდთან).

არჩევითი კურსები:

  • საფერხულო წყობის ცეკვები (პრაქტიკული);
  • გაშიფვრა (პრაქტიკული);
  • ტექნოლოგია, ციფრული პროგრამები (პრაქტიკული).

რას მიიღებ კურსის დასრულების შემდეგ?

  • გაიღრმავებ ცოდნას ქართული ტრადიციული მუსიკის შესახებ
  • შეისწავლი სიმღერა-გალობის ახალ რეპერტუარს
  • დაეუფლები ტრადიციული საკრავების შესრულებას
  • განივითარებ საშემსრულებლო, სარეგენტო და სალოტბარო უნარებს
  • შეძლებ მართო ანსამბლი და განაახლოთ რეპერტუარი
  • წვდომა გექნება საარქივო და თანამედროვე აუდიო მასალაზე
  • მონაწილეობას მიიღებ უნივერსიტეტის კონცერტებსა და შემოქმედებით პროექტებში

სწავლების ფორმატი

– განრიგი: კვირაში 3-ჯერ (2 დღე ადგილზე, 1 დღე შესაძლოა ონლაინ – თეორიული საგნები)

– ხანგრძლივობა: 3 თვე

– დაშვების წინაპირობა: ასაკი 18 წლის ზევით, გასაუბრება

კურსზე რეგისტრაცია
--------------------------------------------

გაიარე კონსულტაცია კურსთან დაკავშირებით

+995 599 72 89 17
info@galoba.edu.ge