2015 წლის 16 მარტს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა ღია კარის დღე. საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის დეკანმა თამაზ გაბისონიამ დაინტერესებულ აბიტურიენტებს გააცნო ინფორმაცია საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის, სასწავლო პროცესის, პედაგოგების, სტუდენტური ცხოვრების შესახებ.

ინფორმაციის მოსმენის შემდეგ გაიმართა პირველი სემესტრის შემაჯამებელი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სასწავლებელის ოთხივე კურსის სტუდენტები და მოსამზადებელი განყოფილების მსმენელი ვაჟები და გოგონები (ხელმძღვანელები: ანზორ ერქომაიშვილი, მალხაზ ერქვანიძე, ლევან ვეშაპიძე, ნინო ნანეიშვილი). კონცერტზე შესრულდა როგორც საეკლესიო საგალობლები, ასევე სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური სიმღერები. გამომსვლელებმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

კონცერტის შემდეგ ფაკულტეტის დეკანმა შეაჯამა პირველი სემესტრის გამოცდების შედეგები. წარმატებულ სტუდენტებს, რომლებმაც ყველა გამოცდის შედეგად მიიღეს საბოლოო ქულა 81 და მეტი, დაენიშნათ სტიპენდიები 80 ლარის ოდენობით. ეს სტუდენტები არიან:

ტარიელ ზანანაშვილი (I კურსი);

გიგა ჩხაპელია (I კურსი);

ბაჩუკი ხვიჩია (I კურსი);

გიორგი აბრამიშვილი (II კურსი);

გიორგი აბესაძე (II კურსი);

ლაშა ჯამაგიძე (II კურსი);

თორნიკე ბოკუჩავა (III კურსი);

ავთანდილ თურქია (III კურსი).

განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ საქველმოქმედო ფონდის „ქართული გალობა“ (ხელმძღვანელი ნანა გოთუა) სტიპენდიანტები. ფონდმა სტიპენდიები დაუნიშნა სამ ყველაზე მაღალქულიან სტუდენტს. გიგა დიასამიძეს (III კურსი) და ზურაბ ვერძაძეს (III კურსი), რომელთაც მიიღეს 90 ქულაზე მეტი, დაენიშნათ სტიპენდია 100 ლარის ოდენობით, ხოლო კობა დევდარიანს (I კურსი), რომელმაც ყველაზე მაღალი შეაფასება დაიმსახურა (97,6 ქულა) საქველმოქმედო ფონდის მიერ დაენიშნა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სტიპენდია 150 ლარის ოდენობით.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას.