20 მარტს გალობის უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტებთან შეხვედრა გამართეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნანა გოთუამ, ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის დეკანმა თამარ ჩხეიძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ქრისტინე ჩიხლაძემ, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ყაზარაშვილმა, პროექტების მართვის ხელმძღვანელმა ნინო რაზმაძემ და სალოტბარო ხელოვნების კურსის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ.
შეხვედრაზე განხილული იყო აბიტურიენტებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები: საბაკალავრო პროგრამაზე მისაღები მოთხოვნები, უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი, სასწავლო პროცესი, გალობის უნივერსიტეტის პროექტები და სტუდენტური აქტივობები.