21 მარტს გალობის უნივერსიტეტმა ღია კარის დღეს უმასპინძლა. აბიტურიენტებთან შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის პრორექტორმა თამარ ჩხეიძემ, დეკანმა ზურაბ წკრიალაშვილმა, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ყაზარაშვილმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ქრისტინე ჩიხლაძემ.
შეხვედრაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უნივერსიტეტის მისიისა და ღირებულებების, საგანმანათლებლო პროგრამების, გაცვლითი პროგრამების, დასაქმების შესაძლებლობებისა და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების შესახებ. აბიტურიენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და შიდა მისაღები გამოცდების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ღონისძიებაზე სტუდენტებმა მომავალი სტუდენტებისათვის მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
წინ მნიშვნელოვანი ეტაპია! წარმატებას ვისურვებთ თითოეულ აბიტურიენტს!