10 დეკემბერს გალობის უნვერსიტეტში უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, მაია მეტრეველის ღია ლექცია „AI წიგნიერება“ გაიმართა.
შეხვედრაზე განხილული იყო ხელოვნური ინტელექტის ისტორიული განვითარება და ის გზები, რომლებმაც ტექნოლოგია დღევანდელ დღემდე მოიყვანა. ლექციის მსმენელებმა გაიგეს, როგორ მუშაობს AI, რომელ სფეროში გამოიყენება და რა ცვლილებებს იწვევს თანამედროვე ცხოვრებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მონაცემების შეგროვების, შენახვისა და დამუშავების პროცესებს. ლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი განათლებასა და კვლევებში AI-ის პრაქტიკულ გამოყენებას დაეთმო.