
19 მაისს, 11:00 საათზე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს სტუმრად ეწვევა ცნობილი ქართველი პიანისტი, ინდიანას უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, ჩვენი სასწავლებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – ლექსო თორაძე.
სასწავლებელს ასევე მოინახულებენ: სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე – ივანე ჩხარტიშვილი, საბჭოს წევრი – სესილი გოგიბერიძე და სტუმრები აშშ-დან.