15 მაისს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ყაზარაშვილი საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია კონსულტაციების, ასევე სტუდენტური და აკადემიური მხარდაჭერის სერვისების შესახებ. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სტუდენტებს გააცნო საბაკალავრო პროგრამა „ქართული ტრადიციული მუსიკის“ ძირითადი მიზნები, ამოცანები და კურიკულუმი. ამასთან ერთად შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხები – სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მნიშვნელობა და მისი გავლენა სასტიპენდიო პოლიტიკაზე, სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში შეტანილი ცვლილებები და სხვა საკითხები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია „ქართული ტრადიციული მუსიკის საბაკალავრო“ პროგრამისა და სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით.