სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ყაზარაშვილი 14 ნოემბერს პირველი კურსის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა საკითხები, რომლებიც შეეხებოდა სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესს, სტუდენტთა ეთიკის წესს, მათ უფლება-მოვალეობას, სასწავლო პროგრამის კურიკულუმს, სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს (სტატუსის მოპოვება, შეჩერება, შეწყვეტა, აღდგენა და ა.შ.), ელექტრონული მართვის სისტემასა და მისი გამოყენების თავისებურებებს, ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობასა და სხვა.
სასწავლო პროცესის ხელმძღვანელმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო საბაკალავრო პროგრამის „ქართული ტრადიციული მუსიკა“ ოთხწლიანი სასწავლო პროგრამა, მისი ძირითადი მიზნები და ამოცანები, სავალდებულო და არჩევითი მოდულების შინაარსი, საგნების წინაპირობები, შეფასების კომპონენტები და კრიტერიუმები. ასევე მიმოიხილეს ელექტრონულ მართვის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები და მიმდინარე პრობლემები. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებსა და სასწავლო პროცესის ხელმძღვანელს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა დიალოგი.





