თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში 4 თებერვალს გაიმართა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების ხელმძღვანელთა შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა საბიბლიოთეკო სფეროში თანამედროვე ტენდენციებისა და ინოვაციური პრაქტიკის გაზიარებას.
შეხვედრას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მაია მეტრეველი უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდა გალობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის/ფონოტეკის უფროსი მანანა დეკანოსიძე. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე მოდელები და მათი გამოყენების შესაძლებლობები საბიბლიოთეკო სერვისების განვითარებაში.