2023 წლის 15 მარტს გაიმართა შეხვედრა ყაბარდო-ბალყარელ მუსიკოსებთან ბულატ ხალილოვთან და თემურ კოძოკოსთან. სტუდენტებმა და აკადმიურმა/მოწვეულმა პერსონალმა Ored Recordings-ის მიერ ჩაწერილი აუდიო/ვიდეო მასალები მოისმინეს. სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართული საკრავის ჭუნირის და ჩერქეზული ინსტრუმენტის შეჭეფშენის კოლაბორაცია. შეხვედრის შემდეგ კავკასიის რეგიონის ინსტრუმენტული შემსრულებლობის თემაზე ერთობლივი შემოქმედებითი პროექტის განხორციელების შესაძლებლობები წარმოაჩინა. სტუდენტები გაეცნენ ჩრდილოეთ კავკასიური ტრადიციული მუსიკის ნიმუშებს, მიმიდნარე პროცესებს და ამჟამინდელ მდგომარეობას ტრადიციული მუსიკის სფეროში.