6 ნოემბერს, გალობის უნივერსიტეტში შრომის უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერმა მიხეილ მელაძემ სტუდენტებისათვის სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი ჩაატარა. შეხვედრის ფარგლებში მიხელ მელაძემ სტუდენტებს გააცნო სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები და სახანძრო საშიშროების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის წესები. გალობის უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტულია შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, რისთვისაც სტუდენტებისა და დასაქმებულებისათვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აორგანიზებს.