14 ნოემბერს გალობის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ქრისტინე ჩიხლაძემ სტუდენტებთან  ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე გამოწვევებსა განათლების ხელმისაწვდომობაზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. ასევე, ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ძირითადი პრინციპები, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტები (ESG-2015), უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები და მისი მოთხოვნები, ხარისხის უზრუნველყოფის შიდასაუნივერსიტეტო რეგულაციები და მექანიზმები, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, შეფასებისა და განვითარების პრინციპები, სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია სტუდენტებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე.