2 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ქართული გალობის გადამრჩენლის – წმინდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) ხსნების დღეს აღნიშნავს.
საზეიმო ლიტურგიაზე გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მთაწმინდის ღირსი მამა დავით გარეჯელის სახელობის ტაძარში მამა დავითის ტაძრის გუნდთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. მსახურება ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა არჩილმა (კიკვაძე) აღასრულა. მრევლთან ერთად წირვას გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა, პრორექტორი, პროფესორი თამარ ჩხეიძე, დეკანი, ასისტენტ-პროფესორი ზურაბ წკრიალაშვილი და უნივერსიტეტის საზოგადოება დაესწრო.
წირვის დასრულების შემდეგ ქართული ტრადიციული მუსიკის დიდი მოამაგის – ანზორ ერქომაიშვილის საფლავზე აღესრულა პანაშვიდის მსახურება, რომელზეც მამა დავითის ტაძრის გუნდთან ერთად გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ლექტორებმა იგალობეს.
წმ. ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დიდია პასუხისმგებლობა და პატივი, ვემსახუროთ ქართულ სამგალობლო მემკვიდრეობას და ღირსეულად გავაგრძელოთ წმინდა ექვთიმეს გზა.
ყველა მგალობელს გილოცავთ დღევანდელ დღეს!





