გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მე-4 კურსის სტუდენტებთან ერთად ისიდორე სამთავნელის ხსენების დღე სადღესასწაულო წირვით სამთავისისა და კასპის ეპარქიაში აღნიშნეს. საკვირაო წირვა აღევლინა სამთავისის ამაღლების სახელობის ტაძარში, ხოლო წირვის დასასრულს შესრულდა წმინდა ღირსი ისიდორე სამთავნელის პარაკლისი. სამთავისისა და კასპის მიტროპოლიტ ანდრიასთან ერთად წირვაში მონაწილეობა მიიღეს ამავე ეპარქიის მღვდელმსახურებმა.
სამღვდელმთავრო წირვაზე გალობის უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა ქართლ-კახური და გელათის სკოლის გამშვენებული საგალობლები იგალობეს.