1 ოქტომბერს, შაბათს, 13.00 საათზე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარი, ცნობილი ეთნომუსიკოლოგი იოსებ ჟორდანია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ტრადიციული მრავალხმიანობის ფენომენი“.
იოსებ ჟორდანია – ფილოსოფიისა და მუსიკოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, საქართველოსა და ავსტრალიის მოქალაქე, 1995 წლიდან ცხოვრობს ავსტრალიაში. არის მელბურნის უნივერსიტეტის მუსიკალური ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი. მისი ნაშრომები გამოცემულია ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, ფინურ, ჩინურ, ალბანურ, ბულგარულ, რუსულ ენებზე. მის მონოგრაფიას “ვინ დასვა პირველი შეკითხვა? ადამიანის გუნდური სიმღერა, ინტელექტი, ენა და მეტყველება” (2006), 2009 წელს მიენიჭა ფუმიო კოიცუმის პრიზი.