საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანების თანახმად, გალობის უნივერსიტეტი 2021 წლის 15 მარტიდან სწავლას აუდიტორიებში განაახლებს!

პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს გილოცავთ ამ სასიხარულო სიახლეს და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ ყველას!

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ, 2021 წლის 15 მარტიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან საგანმანათლებლო პროგრამის სხვა კომპონენტები წარმართონ არადისტანციურ/დისტანციურ რეჟიმში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმების საფუძველზე შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით.

იხილეთ ბრძანება.