მოგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ დადგენილ რეგულაციებზე დაყრდნობით, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ 15 მარტიდან სასწავლო პროცესი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 24 თებერვლის ბრძანების საფუძელზე, აღდგეს და საბაკალავრო პროგრამა ჰიბრიდულ, ნახევრად დისტანციურ რეჟიმში განახლდეს. მაგისტრატურის საფეხურზე ლექციები გაგრძელდება ონლაინ ფორმატში.
ჯანმრთელობას და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ ყველას!