დასრულდა იმედებითა და ღელვით მიმდინარე 2015-2016 სასწავლო წლის მისაღები გამოცდები. აბიტურიენტებმა თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინეს სიმღერა-გალობაში, სოლფეჯიოში, კატეხიზმოში, საქართველოს ისტორიასა და უცხო ენაში. წლევანდელი გამოცდები მნიშვნელოვანი სიახლით აღინიშნებოდა — სასწავლებლის ისტორიაში პირველად საბაკალავრო პროგრამაზე მოხდა ქალების მიღება. ყველა შიდა გამოცდის შედეგი შეჯამებულია, აბიტურიენტებს, რომლებმაც ამ გამოცდებზე დადებითი შეფასებები დაიმსახურეს, ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ ქართული ენა და ლიტერატურა.
წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს და დარწმუნებული ვართ, რომ სასწავლებელს წელს ნიჭიერი და მონდომებული პირველკურსელები ეყოლება.