2016-2017 სასწავლო წელს გალობის უნივერსიტეტის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.
წლევანდელი წელი დატვირთული იყო სიახლეებითა და ახალი გამოწვევებით.
✔ ამა წლის სექტემბერში ფონდი „ქართული გალობის“ და ფონდის გენერალური დირექტორის, ქ–ნ ნანა გოთუას პირადი შემოწირულობით უნივერსიტეტს გადაეცა მუსიკალური ტექნოლოგიების სტუდია.
✔ უნივერსიტეტს შეემატა ელის ა. მარტინის სახელობის ქალთა სახელოსნო, სადაც გოგონები ქართულ ხალხურ სიმღერასა და გალობას შეისწავლიან. სახელოსნო ამერიკელი მეცენატების რექს და ელის მარტინების შემოწირულობით დაფუძნდა.
✔ ამა წლის მაისში ჩატარდა გალობის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მორიგი ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია; “საეკლესიო და თეორიული მუსიკოლოგიის აქტუალური პრობლემები”, რომელიც მანანა ანდრიაძის ხსოვნას მიეძღვნა.
✔ შედგა ელდარ ბუბულაშვილის, ნინო მახარაძისა და დავით შუღლიაშვილის საჯარო ლექციები. სვანური სიმღერის პატრიარქის – ისლამ ფილფანის მასტერკლასი.
✔სტუდენტებს ასევე, საშუალება ჰქონდა დასწრებოდნენ უცხოელი მუსიკოლოგების ლექციებსა და მასტერკლასებს. წელს გალობის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ: ინა ნაროდიცკაია (აშშ), პოლო ვალეჰო (ესპანეთი), აქილეას ქალდეაკისი (საბერძნეთი), იოსებ ჟორდანია (ავსტრალია/საქართელო)
✔ მაისში უნივერსიტეტს ეწვია ცნობილი ქართველი პიანისტი, ინდიანას უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, ჩვენი სასწავლებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – ლექსო თორაძე. ხოლო დეკემბერში გაიმართა შეხვედრა აშშ-შიმოღვაწე წარმატებულ პიანისტსა და კომპოზიტორ, Berklee Collage of Music-ის და Manhattan School of Music-ის მაგისტრ გიორგი მიქაძესთან.
✔ ფონდი „ქართული გალობის“ უკვე დამკვიდრებული ტრადიციით, 2016 წლის კურსდამთავრებული გიგა დიასამიძე გახდა ფონდის წარმომადგენელი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართულ სამრევლოში (ბარი, იტალია). უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროქეტი პირველად გასცდა საქართველოს საზღვრებს და ვიმედოვნებთ, ამ ინიციატივას მომავალშიც ექნება გაგრძელება.
✔ უნივერსიტეტის გაერთიანებული გუნდი ზედიზედ მეორედ გახდა „სტუდენტური დღეები“-ს ხალხური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული.
✔ წარმატებული გამოდგა სტუდენტური გუნდების გამოსვლა საერთაშორისო ფესტივალებსა და ფორუმებზე: საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი – Parbeg laivelis (კლაიპედა, ლიტვა), ტრადიციული მრავალხმიანობის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი (თბილისი, საქართველო).