• უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის აკრედიტაციის მინიჭება 7 წლის ვადით
  • პროექტი „სტუდენტები აბიტურიენტებისათვის“ – აბიტურიენტებისათვის მისაღები მოთხოვნების აუდიო ნიმუშების სტუდიური ჩანაწერების მომზადება
  • გალობის უნივერსიტეტის პროექტის „ერთი ხეობის ფოლკლორის“ (მარეთის ხეობა) პრეზენტაცია-კონცერტი – ტრადიციული მრავალხმიანობის XII საერთაშორისო სიმპოზიუმის დახურვის ღონისძიება. (მარეთის ხეობის ანსამბლებს პროექტის ფარგლებში კონსულტაციას უწევდა გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნიკა მესხორაძე)
  • პროექტი „გალობის უნივერსიტეტის ლექტორების ვიდეოპორტრეტები
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ნიქოზის საკათედრო ტაძარში აღვლენილ წირვაზე გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა მგალობელთა გუნდების მონაწილეობა
  • გალობის უნივერსიტეტის საანგარიშო კონცერტი
  • სტუდენტური ექსპედიცია კახეთში (სოფლები: ვარდისუბანი, ქისტაური, მატანი)
  • სტუდენტური ექსპედიცია ჭვანას ხეობაში
  • გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში საღვთისმსახურო ლიტურგიაზე გარეჯის სამგალობლო სკოლის ნიმუშების შესრულება უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების მიერ
  • ვიზიტი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
  • ვიზიტი საქართველოს მუზეუმში
  • ტრადიციული მრავალხმიანობის XII საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნის გალა კონცერტზე გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდების მონაწილეობა
  • გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდის მონაწილეობა ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის ტრადიციული მუსიკის საღამოზე
  • ვოკალის მასტერკლასი (სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით)
  • წალკის ჯვრის მამათა მონასტერში ღვთისმსახურებაში მონაწილეობა და მონასტრის საგამომცემლო საქმიანობის გაცნობა (სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით)
  • შემეცნებითი აქტივობა: გალობის უნივერსიტეტის სტუდენტების სტუმრობა კახური სიმღერის დიდოსტატის – ანდრო სიმაშვილის სახლ-მუზეუმში (სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით)
  • „დაუჯდომელი საგალობელი და პარაკლისი ყოველთა წმიდათა მგალობელთა“ გამოცემის მომზადება. ავტორი დეკანოზი მიქაელ გალდავა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, გალობის უნივერსიტეტის პროფესორი
  • ჩიჯავაძე-გვახარიას მუსიკალური ლექსიკონის გამოცემის მზადება
  • აუდიო გამოცემა „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ მომზადება. (აუდიო ჩანაწერი მომზადებულია ხმის ჩამწერი სტუდია „ქართული გალობის“ მიერ)
  • გალობის უნივერსიტეტის პრორექტორის, პროფესორ თამარ ჩხეიძის მონაწილეობა საერთაშორისო თეორიულ კონფერენციაში „თაობათა ცვლა“
  • პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“
  • გალობის უნივერსიტეტის ლექტორების მონაწილეობა ტრადიციული მრავალხმიანობის XII საერთაშორისო სიმპოზიუმზე
  • გალობის უნივერსიტეტის ლექტორების მონაწილეობა გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე
  • გალობის უნივერსიტეტი წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალზე – აუდიო დისკები, როგორც ეთნომუსიკოლოგიური კვლევის შედეგის ამსახველი სამეცნიერო პროდუქტი, დისკების და ბეჭდური გამოცემების წარდგენა – ტრადიციული ქართული სამუსიკო ნიმუშები
  • გალობის უნივერსიტეტის პრეზენტაცია კასპის I საჯარო სკოლაში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და კასპის სალოტბარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით
  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გალობის უნივერსიტეტს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, ქ. კორფუს „სინიელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციასა“ და ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიას“ შორის
  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გალობის უნივერსიტეტსა და თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს შორის
  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გალობის უნივერსიტეტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრს შორის
  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გალობის უნივერსიტეტსა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს შორის
  • უნგრელი მუსიკოსის, კომპოზიტორისა და ფორტეპიანოს მასწავლებლის რობერტ რიკის უნგრული ხალხური სიმღერების მასტერკლასი
  • სერბი მუსიკოლოგის ელენა იოვანოვიჩის სერბული ტრადიციული მუსიკის ვორკშოპი
  • გალობის უნივერსიტეტის დეკანის, ასოც. პროფესორის ზურაბ წკრიალაშვილის ქართული ხალხური სიმღერის მასტერკლასი ანსამბლ „საქართველოსთვის“ (ჰოლანდია)
  • გალობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორ ტატიანა მეგრელიძის ქართული ტრადიციული მუსიკის მასტერკლასი საერთაშორისო თეორიულ კონფერენციაზე „თაობათა ცვლა“
  • შეხვედრა პოეტ ტარიელ ხარხელაურთან – ღონისძიება გალობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში
  • გალობის უნივერსიტეტის დეკანის, ასოც. პროფესორის ზურაბ წკრიალაშვილის ქართული ტრადიციული მუსიკის ვორკშოპები რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტში
  • ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სალოტბარო სკოლების პედაგოგების გადამზადების პროგრამაში გალობის უნივერსიტეტის ლექტორების მონაწილეობა