• სასერტიფიკატო პროგრამის „ქართული ტრადიციული მუსიკა – ლოტბარი / რეგენტი“ შემუშავება და ფუნქციონირება
  • რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური სამეცნიერო გრანტით დაფინანსებული პროექტი „ვნების კვირის საგალობლები ქართულ ტრადიციაში“
  • Toradze International Music Festival (გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების ხელმძღვანელობით საჯარო სკოლების გუნდების მონაწილეობა)
  • სტუდენტური ექსპედიცია (კახეთი – სოფელი მატანი, კვეტერას ციხე)
  • გამოცემა „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ – წიგნი და აუდიოალბომი. საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი, ხმის ჩამწერი სტუდია „ქართული გალობა“
  • ჩიჯავაძე-გვახარიას მუსიკალური ლექსიკონის გამოცემის მზადება
  • „გორდელაძეების მომღერალი ოჯახი“ – აუდიოალბომი. საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი, ხმის ჩამწერი სტუდია „ქართული გალობა“
  • პროექტის „ვნების კვირის საგალობლები ქართულ ტრადიციაში“ ფარგლებში 3 სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ ჟურნალში
  • პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“
  • ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენცია
  • აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტთან (ფინეთი) თანამშრობლობა
  • გალობის უნივერსიტეტის დეკანის, ასოცირებულ პროფესორ ზურაბ წკრიალაშვილისა და საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების – გვანცა მაისურაძისა და ანა თანდილაშვილის მონაწილეობა მართლმადიდებლური საეკლესიო მუსიკის მე-11 საერთაშორისო კონფერენციაზე (ფინეთი)
  • გალობის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების – თეკლა კუბლაშვილისა და მალხაზ ლაზარიას სასწავლო ვიზიტი აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტში (ფინეთი)
  • გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდების მონაწილეობა ფესტივალზე „Antiche Radici“ (იტალია)
  • გალობის უნივერსიტეტის პრორექტორის, პროფესორ თამარ ჩხეიძის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაზე „Medieval and Renaissance Music“ (ინგლისი)
  • გალობის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ თეონა რუხაძის მონაწილეობა საერთაშორისო ინტერდისციპლინურ კონფერენციაზე – „პოსტკოლონიური ვითარება ხელოვნებაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ: გამოცდილება, გავლენა, გადაფასება“ (ლატვია)
  • ესპანელი მუსიკოსი და თეორეტიკოსი პაბლო რუიბალი სტუმრად გალობის უნივერსიტეტში
  • ბერძენი ეთნომუსიკოლოგი ალექსანდრა ბალანდინი სტუმრად გალობის უნივერსიტეტში
  • ქართული და ფინური მუსიკალური კულტურების დიალოგი – ანე-მარი კივიმაკი & ტრიო გალობის უნივერსიტეტში
  • გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან დაკომპლექტებული მამადავითის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდის მონაწილეობა ბარის წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკაში აღვლენილ ღვთისმსახურებაში (იტალია)
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ნიქოზის საკათედრო ტაძარში აღვლენილ წირვაზე გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა მგალობელი გუნდების მონაწილეობა
  • გალობის უნივერსიტეტის საანგარიშო კონცერტი
  • წმ. ისიდორე სამთავნელის ხსენების დღეს სამთავისის ამაღლების ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგიაზე გალობის უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობა ადგილობრივ მგალობელ გუნდებთან ერთად
  • ქალთა ტრადიციული მუსიკის ფესტივალ „ნანინა 2025“-ზე გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდის მონაწილეობა
  • ვოკალის მასტერკლასები (სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით)
  • შეხვედრა – „გასული საუკუნის უკანასკნელი ხმები“. სტუმრები: მალხაზ ერქვანიძე და სანდრო ნათაძე (სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით)
  • მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში საღვთო ლიტურგიაზე გალობის უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობა (სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით)
  • ნეკრესის მამათა მონასტერში საღვთო ლიტურგიაზე გალობის უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობა (სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით)
  • საჯარო ლექცია „ქართლ-კახურ სიმღერასა და გალობაში არსებული მელიზმატიკა და მისი შესრულების თავისებურებები“ – გალობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბექა ბიძინაშვილი
  • საჯარო ლექცია „ათონის მთის ქართული ნევმირებული ხელნაწერი A85 – სამუსიკო-პალეოგრაფიული ანალიზი“ – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გალობის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი ეკატერინე ონიანი;
  • საჯარო ლექცია „ვეფხისტყაოსნის პროლოგის ღვთისმეტყველება“ – გალობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დეკანოზი დავით თავაძე
  • ტრენინგი „ელექტრონული სამეცნიერო ბაზების გამოყენება სასწავლო და კვლევით საქმიანობაში“ – გალობის უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი, ინოვაციური საგანმანათლებლო კავშირების პროექტების მენეჯერი მაია მეტრეველი
  • მასტერკლასი „ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლის სტუდიური ჩაწერის სპეციფიკა“ – ხმის ჩამწერი სტუდია „ქართული გალობის“ მენეჯერის, გიორგი ჯოლბორდის მასტერკლასი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებისათვის
  • ღია ლექცია „AI წიგნიერება“ – გალობის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მაია მეტრეველი
  • დოკუმენტური ფილმის „ფესტივალი ნანინა“ ჩვენება გალობის უნივერსიტეტში
  • მონოგრაფია მიხეილ მცურავიშვილი – პრეზენტაცია გალობის უნივერსიტეტში