30 ოქტომბერს გალობის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ქრისტინე ჩიხლაძემ შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და მოწვეულ პედაგოგებთან. შეხვედრაზე განხილული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტი (ESG-2015), უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტი და მისი მოთხოვნები, ხარისხის უზრუნველყოფის შიდასაუნივერსიტეტო რეგულაციები და მექანიზმები. შეხვედრის ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასევე ისაუბრა საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, შეფასებისა და განვითარების პრინციპებსა და პერსონალის შეფასების მიმართულებით არსებულ რეგულაციებსა და ფორმებზე.