2 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმ. ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) ხსნების დღეს აღნიშნავს. გალობის უნივერსიტეტისათვის ეს დღე გამორჩეულია და ამ დღისათვის უნივერსიტეტი ყოველ წელს განსაკუთრებულად ემზადება. წმინდანის ხსენების დღეს საზეიმო ლიტურგიაზე გალობის უნივერსიტეტისა და საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ ორგანიზებით უნივერსიტეტის სტუდენტებმა მთაწმინდის მამადავითის ტაძარში ადგილობრივ მგალობელ გუნდთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
ქართული ტრადიციული გალობის გადარჩენისათვის გაწეული განუზომელი ღვაწლისათვის, რომელიც ექვთიმე კერესელიძემ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ გასწია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2003 წელს წმინდანად შერაცხა.