გალობის უნივერსიტეტში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო!
მომავალ ლოტბარ-რეგენტებს, შემსრულებლებსა და მკვლევრებს ახალი სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნანა გოთუამ, პრორექტორმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ, დეკანმა, ასოც. პროფესორმა ზურაბ წკრიალაშვილმა და ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა, ასოც. პროფესორმა გიორგი დონაძემ მიულოცეს.
გალობის უნივერსიტეტის არაერთი სტუდენტი და კურსდამთავრებული დღეს უკვე ქართული ტრადიციული მუსიკის სამყაროს წინა რიგებშია და წარმატებით წარმოაჩენს მას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
სასიამოვნოა, რომ ეს გზა არ წყდება. წელსაც ნიჭიერმა პირველკურსელებმა შემოაბიჯეს უნივერსიტეტში ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის საუკუნოვანი ტრადიციის გასაგრძელებლად. წარმატებულ და ნაყოფიერ ახალ სასწავლო წელს ვუსურვებთ სტუდენტებს!
ღონისძიებაზე გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნანა გოთუამ უნივერსიტეტის საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის გალობის უნივერსიტეტის თანამშრომლებს – ანა ლოლაშვილსა და თეონა ბენაშვილს მადლობის სიგელები გადასცა.






