შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და შენარჩუნება გალობის უნივერსიტეტის საქმიანობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიზნის ფარგლებში, უნივერსიტეტი რეგულარულად აორგანიზებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიებებს, რომელთა მიზანია სტუდენტებისა და პერსონალის ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
9 ოქტომბერს გალობის უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ მელაძემ უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა სახანძრო უსაფრთხოების ნორმებსა და პრევენციული ქმედებების მნიშვნელობას.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს წარედგინათ დეტალური ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების შესახებ, განხილულ იქნა სხვადასხვა სახანძრო საშიშროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების წესები. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტის შიგნით მოქმედ ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დაცვაზე, გადაუდებელი ევაკუაციის პროტოკოლსა და სტუდენტების ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე კრიტიკულ სიტუაციებში.




