ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქართული საფერხულო წყობის ცეკვების სასწავლო კურსის პედაგოგი
ელ.ფოსტა: aleko.gelashvili@galoba.edu.ge
2007 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფიის მიმართულებით. 2009 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა და მიიღო მაგისტრის ხარისხი – ქართული ქორეოგრაფიის მკვლევრის მიმართულებით. 2012 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ეთნოქორეოლოგის დოქტორის ხარისხი. 2004-2006 წლებში იყო ანსამბლ „Золотое руно“ -ს მოცეკვავე, 2007-2008 წლებში კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის მსახიობი, 2008-2018 წლებში – საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლავრა“ – პედაგოგი, ქორეოგრაფი, 2009-2011 წლებში მომავლის პროფესიული სკოლა, პროფესიული ლიცეუმი – პედაგოგი,2013-2020 წლებში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მოწვეული პედაგოგი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, 2016წლიდან დღემდე გიორგი მთაწმინდელის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის მოწვეული პედაგოგია. 2016 წლიდან დღემდე თბილისის ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მგალობელია. 2017 წლიდან დღემდე არის ალეკო გელაშვილის ქორეოგრაფიული სტუდია „მწყობრის“ ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი და პედაგოგი.
- სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი, №3 (36) – „პარიზის ცეკვის სამეფო აკადემია, მისი წარმატებული და წარუმატებელი მხარეები“, 2008.
- სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი, №4 (41) „სამეჯლისო ცეკვების მესვეურები საქართველოში (თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეები)“, 2009.
- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიდერლანდების სამეფოს კულტურის ფონდი „კავკასია“, საკონფერენციო მასალების კრებული, მაგისტრანტთა და დოქტორანტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – სახელოვნებო მეცნიერება, პრაქტიკა, მენეჯმენტი, „ცეკვა სამაიას ისტორიული ძირები ენეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლების ფონზე“, 2010.
- სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი №2 (55) – „მროკავ-მლოცველი ფიგურები“, 2013.
- სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი №4 (69) – „საცეკვაო ქმედებები სათოვლე ნაბაღრების ბრინჯაოს სარტყელზე“, 2016.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა“ კონფერენციის მასალები – „თრიალეთის ვერცხლის თასის იკონოგრაფიული სისტემა ქორეოფოლკლორის თვალსაზრისით“, 2017.
- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, X სამეცნიერო კონფერენცია – „მითის ინტერპრეტაცია ხელოვნებაში“, 2017 წლის სამეცნიერო კონფერენციის თავისუფალი თემების სექცია, სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი №1 (74), „ბაგინეთში აღმოჩენილი მოცეკვავე ქალის რელიეფური ქანდაკება და მისი ახალი არქეო-ქორეოლოგიური ანალიზი“, 2018
- საქართველო, ბათუმი, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ქორეოგრაფიული ფოლკლორი – ისტორია და თანამედროვეობა, „სამაია – ისტორიულ-ლიტერატურული წყაროებისა და სასცენო განხორციელების ფონზე“, http://www.qor.ge/en/choreographer-union/conference-materials/article/69636-aleko-gelashvili, 2019
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“, კონფერენციის მასალები, „უძველესი არტეფაქტი ლოტოსის პოზით, იმირის გორის „მროკავ-მლოცველი“ ფიგურა“, 2019
- ორენოვანი წიგნი − „ცეკვის უძველესი ვიზუალური წყაროები (საქართველოს არქეო-ქორეოგრაფია)“, “THE OLDEST VISUAL SOURCES OF DANCE (ARCHAEO-CHOREOGRAPHY OF GEORGIA)”, 2019
- „ცეკვა სამაიას ისტორიული ძირები ენეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლების ფონზე“, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიდერლანდების სამეფოს კულტურის ფონდი „კავკასია“, მაგისტრანტთა და დოქტორანტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერეცია – სახელოვნებო მეცნიერება, პრაქტიკა, მენეჯმენტი, თბილისი, 2010.
- „თრიალეთის ვერცხლის თასის იკონოგრაფიული სისტემა ქორეოფოლკლორის თვალსაზრისით“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა“, ბათუმი,2017.
- „სამაია – ისტორიულ-ლიტერატურული წყაროებისა და სასცენო განხორციელების ფონზე“, საქართველო, ბათუმი, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „ქორეოგრაფიული ფოლკლორი – ისტორია და თანამედროვეობა“, ბათუმი, 2019.
- „უძველესი არტეფაქტი ლოტოსის პოზით, იმირის გორის „მროკავ-მლოცველი“ ფიგურა“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“, ბათუმი, 2019.