
ქართული ხალხური სიმღერისა და ქართული საეკლესიო გალობის მოწვეული პედაგოგი
2017-2021 წლებში სწავლობდა ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების სპეციალობით. 2021 წელს დაამთავრა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა და მიენიჭა ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის (ლოტბარი/რეგენტი) კვალიფიკაცია. 2025 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საბაკალავრო პროგრამა და მიენიჭა აკადემიური გუნდის დირიჟორის კვალიფიკაცია.
2018 წელს იყო გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილე და იმყოფებოდა ნოტრ დამის უნივერსიტეტში (აშშ). 2019 წელს იყო ხალხური სიმღერისა და საკრვების მუზეუმის თანამშრომელი – ინგლისურ ენოვანი გიდი. ამავე წელს იყო ხარების გალობისა და სიმღერის სკოლის ბავშვთა გუნდის მასწავლებელი. 2020 წელს იყო ქ. თბილისის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის ქალთა გუნდის რეპეტიტორი/მასწავლებელი. 2020 წელს იყო გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდის წევრი – მომღერალი. 2022 წლიდან დღემდე არის დედოფლისწყაროს ჰ. გონაშვილის სახ. ხალხური სიმღერის და გალობის სკოლის გუნდის ხელმძღვანელი. 2021 წლიდან დღემდე არის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის უფროსი სპეციალისტი.