ქართული ხალხური სიმღერისა და ქართული საეკლესიო გალობის მოწვეული პედაგოგი

2007-2011 წლებში სწავლობდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო პროგრამაზე. 2022-2024 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრანტი.

2008 წელს დააარსა მგალობელთა გუნდი  „ტაო“ – ხელმძღვანელი. 2011 წლიდან – სამტრედიის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის დამაარსებელი და ხელმძღვანელია.  2018 წლიდან სამტრედიის სალოტბარო სკოლის ლოტბარ-რეგენტია. ამავე წლიდან არის ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომელი. 2017-2024 წლებში იყო კიკეთის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის ხალხური სიმღერისა და გალობის მასწავლებელი. 2011-2016 წლებში იყო მარტყოფის ღვთაების მონასტერში გალობის მასწავლებელი, 2011-2015 წლებში კი შავნაბადას წმ. გიორგის მონასტერში გალობის მასწავლებელი. სხვადასხვა წლებში იყო ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის ტაძრის, მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძრისა და ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის რეგენტი.