ქართული ხალხური საკრავების (ფანდური,ჩონგური) სასწავლო კურსის პედაგოგი
განათლება: 1988-1993 წლებში სწავლობდა არტოს ბაღში ხალხურ საკრავებზე შესრულებას. 1995-1998 წლებში დაამთავრა სერგო ზაქარიაძის სახელობის ტექნიკური სასწავლებელი საგუნდო-სადირიჟორო განხრით. 2000-2005 წწ. საქართველოს შოთა რუსთაველის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი გახლდათ. 1998-2004 წ. ხალხური საკრავების მასწავლებელი იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში.
1998-2004 წწ.-ში თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის ვაჟთა საპატრიარქო მგალობელთა გუნდის, ხოლო 2000-2002 ანსამბლი „კოლხეთის“ წევრი გახლდათ. 2004-2005 წლებში იყო საპატრიარქოს ფოლკლორულ ანსამბლ „ბასიანი“-ს წევრი. 2005 წლიდან კი ანსამბლი „თბილისის“ წევრია. 2010-2014 წწ.-ში სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის “ ინსტრუმენტალისტი იყო. 2005-2007 წწ-ში, გიორგი საპატრიარქოსთან არსებულ ბავშვთა მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი გახლავთ; 2006 წლიდან კი, თბილისის ოპერისა და ბალეთის თეატრის საბალეტო დასში პროექტ „საგალობელის“ ხელმძღვანელია.
2017 წლიდან დღემდე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ქართული ხალხური საკრავების (ფანდური, ჩონგური, ჭიპონი) პედაგოგია.